ხარაიშვილი შვედეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მესამედ მოხვდა
ხარაიშვილი შვედეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მესამედ მოხვდა

გიორგი ხარაიშვილი შვედეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს. გასულ უქმეებზე ქართველი ნახევარმცველის გუნდმა, „გიოტებორგმა” „ელფსბორგს” უმასპინძლა და მხოლოდ ქულა მოიპოვა – 2:2.

„გიოტებორგი“ 0:2-ს აგებდა და შეხვედრა ბოლო წუთებზე გადაარჩინა. 87-ე წუთზე მასპინძელთაგან მეორე გოლი პენალტიდან სწორედ ხარაიშვილმა გაიტანა. 18 მატჩში გატანილი 6 ბურთით რობი (ხარაიშვილის ზედმეტსახელია) გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია და მხოლოდ ელიას ომარსონს ჩამორჩება. მაგრამ ისლანდიის ნაკრების თავდამსხმელი ზაფხულში ჰოლანდიურ „ექსელსიორში“ გადავიდა და გიორგის დიდი შანსი აქვს, გუნდის ბომბარდირი გახდეს.

გიორგი ხარაიშვილი შვედეთში წელს გადავიდა და სადებიურო სეზონში ტურის სიმბოლურ ნაკრებში უკვე მესამედ დაასახელეს.