ხარაიშვილი ახალგაზრდულს ტრავმის გამო დააკლდა - 21-წლამდელები ფინეთს შეხვდებიან
ხარაიშვილი ახალგაზრდულს ტრავმის გამო დააკლდა - 21-წლამდელები ფინეთს შეხვდებიან

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ფინეთშია, ქალაქ სეინაიოკში დაბინავდა და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩისთვის ემზადება. ფინეთთან შეხვედრაც 12 ოქტომბერს სწპრედ ამ ქალაქში გაიმართება.

გუნდს ტრავმების გამო გიორგი ხარაიშვილი და გიორგი ქოჩორაშვილი დააკლდებიან. მათ ნაცვლად გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია გია ცეცაძემ დავით სამურკასოვი და ლადო მამუჩაშვილი გამოიძახა.

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (დილა), ოთო გოშაძე (დინამო ბთ), ლუკა სანიკიძე (თელავი)

მცველები: გიორგი ქანთარია (ნემანი, ბელარუსი), ლუკა გადრანი (რუსთავი), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ანდრო გიორგაძე (ვორსკლა, უკრაინა), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო თბ), დავით კობოური (დინამო თბ), რომან ჩაჩუა (სამტრედია), გურამ გიორბელიძე (სიონი)

ნახევარმცველები: აკაკი შულაია (დინამო თბ), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიეტუვა), ნიკა ნინუა (დინამო თბ), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი, თბილისი), ლევან ელოშვილი (კაპფენბერგი, ავსტრია), გიორგი კუცია (დინამო თბ)

თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე (ანორთოსისი, კვიპროსი), ირაკლი ბუღრიძე (ჩიხურა), ბექა ქავთარაძე (რუსთავი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი)