ხანგრძლივი შესვენების შემდეგ გიორგი შერმადინი „ტენერიფეს“ დაუბრუნდა #1TVSPORT
ჯანმრთელობის პრობლემებით გამოწვეული იძულებითი შესვენების შემდეგ ვეტერანი ქართველი კალათბურთელი გიორგი შერმადინი „ტენერიფეს“ რიგებს დაუბრუნდა.
სეზონისთვის მოსამზდებელ ეტაპზე „ტენერიფე“ „გრან კანარიას“ დაუპირისპირდა და მეტოქე 96:84 დაამარცხა. შერმადინი ამ შეხვედრაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო.
ქართველმა მოედანზე 12 წუთი გაატარა, ხოლო გუნდს 14 ქულა და 5 მოხსნა შესძინა. შერმადინმა თამაშიდან 4 ბურთი ჩააგდო, ასევე გამოიყენა 6 საჯარიმო.
გაზაფხულზე 37 წლის კალათბურთელს გულის არითმია დაუდგინდა, რის გამოც „ტენერიფეს“ ესპანეთის ჩემპიონატის პლეიოფის შეხვედრებში ვერ დაეხმარა.