ხამზატ ჩიმაევისა და ლეონ ედვარდსის დაპირისპირება 13 მარტს ჩაინიშნა
ხამზატ ჩიმაევისა და ლეონ ედვარდსის დაპირისპირება 13 მარტს ჩაინიშნა

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი ხამზატ ჩიმაევისა და ლეონ ედვარდსის ბრძოლის გამართვას მესამედ შეეცდება. პრომოუშენმა ამ საინტერესო დაპირისპირების ჩატარება აქამდე ორჯერ დაგეგმა, თუმცა ორივე შემთხვევაში ბრძოლა კორონავორუსის გამო გადაიდო.

ლეონ ედვარდსს ნახევრად საშუალო (welterweight) წონით დივიზიონში ზედიზედ რვა ბრძოლა აქვს მოგებული. ბოლოს „როკიმ“ 2015 წელს ამჟამინდელ ჩემპიონ კამარუ უსმანთან წააგო. ოქტაგონზე ედვარდსი 18 თვეა არ გამოჩენილა. უკანასკნელი ბრძოლა მან 2019 წლის ივლისში რაფაელ დონ ანიოსთან გამართა.

რაც შეეხება ხამზატ ჩიმაევს, დაუმარცხებელი ჩეჩენი მებრძოლი ოქტაგონზე ბოლოს სექტემბერში გამოჩნდა და ჯერალდ მეერშარტს 17 წამში ნოკაუტით სძლია.

13 მარტის დადასტურებული ბრძოლები

ედვარდსი – ჩიმაევი

დევი გრანტი – ჯონათან მარტინეზი

მეთიუ სემელსბერგერი – ჯეისონ ვიტი

ჯინ იუ ფრეი – გლორია დე პაულა.