ხამზატ ჩიმაევი - ლეონ ედვარდსის ბრძოლა ნანახი არ მაქვს
ხამზატ ჩიმაევი - ლეონ ედვარდსის ბრძოლა ნანახი არ მაქვს

14 მარტს შერეული ორთაბრძოლების მოყვარულები ძალიან საინტერესო ბრძოლას იხილავენ. გურამ ქუთათელაძის გუნდელი ხამზატ ჩიმაევი ლეონ ედვარდსს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ბრძოლა აქამდე უკვე ორჯერ დაიგეგმა, თუმცა კორონავირუსის გამო, ორივეჯერ დაპირისპირების ჩატარება ვერ მოხერხდა. ჩიმაევისა და ედვარდსის ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, დიდი ალბათობით, გამარჯვებული მომდევნო დაპირისპირებას ტიტულისთვის გამართავს.

ჩიმაევის განცხადებით, მას ლეონ ედვარდსის ბრძოლები ნანახი არ აქვს. შეგახსენებთ, რომ ბრიტანელი ნახევრად საშუალო წონით დივიზიონის (welterweight) რეიტინგში მესამე პოზიციას იკავებს. ჩიმაევი კი მე-15 ადგილზეა. ხამზატმა ვრცელი ინტერვიუ Frontkick Online-ს მისცა, სადაც მის მომავალ გეგმებსა და ედვარდსთან ბრძოლაზე ისაუბრა.

„მე არასოდეს მინახავს ედვარდსის ბრძოლა. მე მხოლოდ მისი უსმანთან ბრძოლის საინტერესო მომენტები მაქვს ნანახი youtube-ზე. თუ უსმანმა შეძლო მისი ასეთი სტილით დამარცხება, მაშინ მე ლეონს უბრალოდ გავანადგურებ. მას არ გააჩნია ძლიერი დარტყმა და ის არ ფლობს რაიმე განსაკუთრებულ ტექნიკას. მე ლეონსაც და უსმანსაც დომინანტურად დავამარცხებ“, – განაცხადა ხამზატმა.