ხამზატ ჩიმაევი 19 დეკემბერს ლეონ ედვარდს დაუპირისპირდება
ხამზატ ჩიმაევი 19 დეკემბერს ლეონ ედვარდს დაუპირისპირდება

დაუმარცხებელი მებრძოლი ხამზატ ჩიმაევი ოქტაგონს 19 დეკემბერს უბრუნდება. გურამ ქუთათელაძის ახლო მეგობარი და გუნდელი ნახევრად საშუალო (welterweight) წონითი დივიზიონის რეიტინგის მესამე მებრძოლ ლეონ ედვარდს დაუპირისპირდება.

ამის შესახებ ინფორმაციას ESPN-ის ჟურნალისტი არიელ ჰელვანი და არაერთი სხვა მედია გამოცემა ავრცელებს.

ხამზატ ჩიმაევს კარიერაში ცხრა გამარჯვება აქვს მოპოვებული. ის ჯერ აქამდე არასდროს დამარცხებულა. რაც შეეხება მის მომდევნო მეტოქეს, ედვარდსს ბოლო რვა ბრძოლა აქვს მოგებული.