ხამესი „რეალში“ დაბრუნებას არ გამორიცხავს
ხამესი „რეალში“ დაბრუნებას არ გამორიცხავს

„ბაიერნის“ ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი მადრიდის „რეალში“ დაბრუნებას არ გამორიცხავს. კოლუმბიელ ფეხბურთელზე უფლებები სწორედ ესპანურ გრანდს ეკუთვნის, ზაფხულში კი გერმანიის ჩემპიონის რიგებში მისი იჯარის ვადა იწურება.

„მე ყველაფერი მაქვს მადრიდში ცხოვრებისთვის, – განუცხადა პორტუგალიურ გამოცემა „ა ბოლას“ (A Bola) ხამესმა. – იქ სახლი მაქვს, იქ არიან ჩემი ახლობელი ადამიანები. მომავალ კარიერასთან დაკავშირებით ყველაფერი კარგად უნდა მოვიფიქრო. მანამდე კი კონცენტრირებული მხოლოდ „ბაიერნში“ თამაშზე ვარ. უნდა გამოვიმუშავო კონტრაქტი. ამის შემდეგ ვიფიქრებ დანარჩენზე. არავინ იცის, როგორი ვარიანტები მელოდება წინ“.