ხამესი ბაიერნში თავს ბედნიერად გრძნობს
MUNICH, GERMANY - MARCH 17: James Rodriguez of FC Bayern Muenchen controls the ball during the Bundesliga match between FC Bayern Muenchen and 1. FSV Mainz 05 at Allianz Arena on March 17, 2019 in Munich, Germany. (Photo by TF-Images/Getty Images)
მადრიდის რეალის საკუთრებაში მყოფ ხამეს როდრიგესს, რომელიც 2-წლიანი იჯარის წესით მიუნხენის ბაიერნშია განათხოვრებული, მიუნხენურ გრანდთან კონტრაქტი ეწურება.
იმ შემთხვევაში, თუ კლუბები ფეხბურთელის გამოსყიდვას ან დაბრუნებას არ მოისურვებენ, მოლაპარაკებებში ჩასართველად ლონდონის არსენალია მზად.
როდრიგესმა საკუთარ მომავალზე მედიასთან ისაუბრა და ასეთი კომენტარი გააკეთა:
„არავინ იცის, მომავალში რა იქნება. ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უშუალოდ კლუბებმა უნდა გამართონ. ამ ეტაპზე, მიუნხენის ბაიერნში ძალიან ბედნიერი ვარ და თავს კომფორტულად ვგრძნობ“.