ხამეს როდრიგესი სამშობლოში დაბრუნდა – კოლუმბიელმა კონტრაქტი „ატლეტიკო ნასიონალთან“ გააფორმა #1TVSPORT

14:21, 11.09.2026

34 წლის კოლუმბიელი ფეხბურთელი ხამეს როდრიგესი სამშობლოში ითამაშებს – ის „ატლეტიკო ნასიონალის“ წევრი გახდა.

მედელინის კლუბმა ხამეს როდრიგესი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა, მან „ატლეტიკო ნასიონალთან“ ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

ხამეს როდრიგრესი 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, რის შემდეგაც მადრიდის „რეალმა“ „მონაკოს“ მის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაუხადა.

როდრიგესს კოლუმბიის ნაკრებში 131 შეხვედრა აქვს ჩატარებული, მის ანგარიშზე 31 გოლია.

მსგავსი