ხამეს როდრიგესი „ევერტონში“ გადასვლას თანხმდება
ხამეს როდრიგესი „ევერტონში“ გადასვლას თანხმდება

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი მზად არის „ევერტონში“ გადასასვლელად ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს.

ფეხბურთელის სურვილია, ისევ იმუშაოს იტალიელი სპეციალისტის კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით, – ამის შესახებ დაწერა გაზეთ „გაძეტა დელო სპორტის“ ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ.

ასევე კოლუმბიელზე პრეტენზიას აცხადებენ „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „იუვენტუსი“. ხამესის აგენტი ჟორჟე მენდეში უკვე შეხვდა სამივე კლუბის წარმომადგენელს.

ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატში როდრიგესმა მხოლოდ შვიდ მატჩში მიიღო მონაწილეობა და თითო გოლი და შედეგიანი პასი მიითვალა.