ხამეს როდრიგესი ესპანეთის მოქალაქე გახდა
ხამეს როდრიგესი ესპანეთის მოქალაქე გახდა

მიუნხენის ბაიერნის თავდამსხმელი ხამეს როდრიგესი ესპანეთის მოქალაქე გახდა. 27 წლის ფეხბურთელი ბაიერნში 2017 წელს, მადრიდის რეალიდან ორწლიანი იჯარით გადავიდა და გერმანულ კლუბს, შეთანხმების მიხედვით, შეუძლია ის 42 მილიონ ევროდ შეიძინოს.

ხამეს როდრიგესს რეალ მადრიდთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს.

კოლუმბიაში დაბადებული ხამესი ესპანეთში 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გადავიდა, როდესაც რეალ მადრიდმა მასში მონაკოს 80 მილიონი ევრო გადაუხადა. მადრიდში ფეხბურთელმა 111 მატჩი ჩაატარა, 36 გოლი გაიტანა და 41 საგოლე პასი შეასრულა.