ხამაშურიძემ „საქართველო XV“-ის შემადგენლობა დაასახელა
ხამაშურიძემ „საქართველო XV“-ის შემადგენლობა დაასახელა

„საქართველო XV“ „ზაფხულის თასზე“, 28 ივლისს, 19:00 საათზე  „არგენტინა XV“-ს დაუპირისპირდება, ხოლო 3 აგვისტოს, 21:00 საათზე კი ბრაზილიას შეხვდება. შეხვედრები „მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე“ გაიმართება. 

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ ხამაშურიძემ, ზაფხულის თასი 2018-ისთვის 34 მორაგბეს უხმო, რომელთაგანაც უკლებლივ ყველა „დიდი 10“-ის კლუბებში თამაშობენ. გაფართოებულ შემადგენლობაში 19 მორკინალი და 15 უკანახაზელია. „საქართველო XV“-ში ყველაზე მეტი (9) წარმომადგენელი „ლელო სარანსესს“ და გორის „ჯიქს“ ჰყავთ. 6 მორაგბე ქუთაისის „აია“-ში თამაშობს, სამი მარნეულის „არმაზში“. ორი მოთამაშეა „ბათუმიდან“, რუსთავის „ხარებიდან“ და „ლოკომოტივიდან“. თბილისის „აკადემიიდან“ კი მხოლოდ ერთი მორაგბეა.

გუნდი შეკრებას „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე 20 ივლისიდან დაიწყებს.

„საქართველო XV“-ის გაფართოებული შემადგენლობა –

შერკინება: ჟორჟ სალდაძე (აია), მიხეილ ორაგველიძე (ჯიქი), ლევან პაპიძე (ლელო), გიორგი ჭყოიძე (ლელო), გოგა ხუროშვილი (არმაზი), მიხეილ ფსუტური (ჯიქი), გიორგი კაკაურიძე (ჯიქი), ტარიელ დონაძე (ბათუმი), ბექა საღინაძე (ლელო), მიშო ბაბუნაშვილი (აია), არსენ ტრაპაიძე (ჯიქი), გელა შალამბერიძე (აია), სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო), გუგა შენგელია (ჯიქი), ილია სპანდერაშვილი (არმაზი), ფარნა გასვიანი (ლოკომოტივი), თორნიკე აქუბარდია (ხარები), ხვიჩა ბუჯიაშვილი (ბათუმი), ნიკოლოზ სუხაშვილი (ჯიქი);

ხაზი: გიორგი მარგალიტაძე (ლელო), დავით კლდიაშვილი (ჯიქი), მიხეილ ალანია (ჯიქი), თედო აბჟანდაძე (აია), დავით გობეჯიშვილი (აია), დემურ თაფლაძე (ლელო), რევაზ ჯინჯიხაძე (ლელო), აკა ტაბუცაძე (ლელო), თემურ ირემაძე (აია), ირაკლი სვანიძე (ჯიქი), გურამ ქანდაურაშვილი (ხარები), სანდრო სვანიძე (არმაზი), გიორგი შკინინი (ლოკომოტივი), გიორგი ჭუაძე (აკადემია), ბექა მამუკაშვილი (ლელო).