ხალხი ყოველთვის ღირსეულად ვერ აფასებდა შენს სიდიადეს, მაგრამ დრო და ისტორია იზრუნებენ ამაზე – მბაპემ დეშამს მიმართა #1TVSPORT

22:01, 18.07.2026

საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა, კილიან მბაპემ მიმართა ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელს, დიდიე დეშამს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დატოვებს პოსტს.

„ჩვენ უნდა გვეჩუქებინა შენთვის საუკეთესო ფინალი, მაგრამ არ გამოგვივიდა. ძალიან რთულია, სიტყვებით გადმოსცე ის, რაც შენ მოიტანე გუნდში ამ 14 წლის განმავლობაში, რადგან სწორედ შენ ითამაშე გადამწყვეტი როლი ამ გუნდის აღორძინებაში. ხალხი ყოველთვის ღირსეულად ვერ აფასებდა შენს სიდიადეს, მაგრამ დრო და ისტორია იზრუნებენ ამაზე…

მადლობა იმისთვის, რომ მომეცი შანსი და შესაძლებლობა ამდენი წლის განმავლობაში წარმედგინა ჩემი ქვეყანა ყველაზე დიდ არენაზე. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვიყავი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლეგენდის გვერდით, და მე მხოლოდ შესანიშნავი მოგონებები დამრჩა იმ ყველაფერზე, რაც ერთად გადავიტანეთ და რასაც ერთად მივაღწიეთ.

გისურვებ ყველაფერ საუკეთესოს შენს ახალ მოგზაურობაში და კიდევ ერთხელ მადლობას გიხდი ყველაფრისთვის, რაც გაეცი ნაკრების მაისურისთვის, რომელიც ასე ბევრს ნიშნავს ჩვენთვის“, – დაწერა სოციალურ ქსელში კილიან მბაპემ.

მსგავსი