ხაბულიანი ესპანეთშია, მოლაპარაკებები „ლევანტესთან“ მიმდინარეობს #1TVSPORT
ხაბულიანი ესპანეთშია, მოლაპარაკებები „ლევანტესთან“ მიმდინარეობს #1TVSPORT

გიორგი ხაბულიანი ესპანეთშია, სადაც მოლაპარაკება სეგუნდა დივიზიონის „ლევანტესთან“ მიმდინარეობს, მაგრამ ჯერ საბოლოოდ არაფერი გარკვეულა.

18 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი თურქულ „ადანასპორს“ ეკუთვნის, რომელმაც გიორგისთან კონტრაქტი 2022 წელს გააფორმა. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, გიორგი ხაბულიანი ესპანეთში 2 იანვარს გაემგზავრა. სეგუნდა დივიზიონის „ლევანტესთან“ ტრანსფერზე მოლაპარაკება მას შემდეგ მიმდინარეობს, მაგრამ ბევრი საკითხი გადასაწყვეტია. გუნდი ლა ლიგიდან გასულ სეზონში გავარდა და დაბრუნება სურს.

შეგახსენებთ, რომ „ლევანტეში“ 2020 წლიდან გიორგი ქოჩორაშვილი ირიცხება (ამჟამად იჯარით მესამე ლიგის „კასტელონში“ გამოდის).