ხაბიბს ლას-ვეგასში ბრძოლა არ სურს
ხაბიბს ლას-ვეგასში ბრძოლა არ სურს

ორი დღის წინ მოსკოვში აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) მორიგი საბრძოლო ღამე გაიმართა. ღონისძიების დაწყებამდე ჟურნალისტებს მსუბუქი წონის დაუმარცხებელი ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

დაღესტნელმა მომავალ შესაძლო მეტოქეებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ხაბიბის განცხადებით, ის ტიტულის დაცვას უდიდესი ალბათობით, 2020 წლის დასაწყისში ტონი ფერგიუსონის წინააღმდეგ შეეცდება, თუმცა დაღესტნელმა სპორტსმენმა იქვე დასძინა, რომ ლას-ვეგასში ბრძოლას მანამდე არ აპირებს, სანამ ნევადის სადისციპლინო კომიტეტი მას კონორ მაკგრეგორთან ინციდენტის დროს მიღებული სასჯელის გამო ბოდიშს არ მოუხდის.

ნურმაგომედოვს კონორ მაკგრეგორთან შესაძლო რემატჩზეც ჰკითხეს, რაზეც ხაბიბმა ასე უპასუხა – „იმისათვის, რომ ტიტულისთვის მებრძოლა, მე დაახლოებით 10 ან 11 დაპირისპირება მოვიგე UFC-ში. იმ შემთხვევაში, თუ ეს კაცი მოახერხებს ამდენივე ბრძოლის მოგებას, მაშინ მე მას შევებრძოლები“.