ხაბიბმა მამის გარდაცვალების შემდეგ პირველად ივარჯიშა
ხაბიბმა მამის გარდაცვალების შემდეგ პირველად ივარჯიშა
მამის გარდაცვალების შემდეგ, აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მსუბუქი წონითი დივიზიონის (lightweight) ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა დარბაზში პირველად ივარჯიშა. ამის შესახებ ინფორმაცია ჩემპიონის მენეჯერმა, ალი აბდელაზიზმა გაავრცელა.
აბდელაზიზმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ხაბიბის ვარჯიშის ფოტოებიც გაავრცელა.
რამდენიმე დღის წინ, მენეჯერმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ხაბიბ ნურმაგომედოვი ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ ბრძოლას ჩაატარებს. საერთოდ კი, კიდევ ორი დაპირისპირების ჩატარებას გეგმავს, რის შემდეგაც შერეულ ორთაბრძოლებში კარიერას დაასრულებს.

 

View this post on Instagram

 

Stay ready

A post shared by Ali (@aliabdelaziz000) on