ხაბიბმა ფლოიდ მეივეზერთან ბრძოლის შემთხვევაში წესების შეცვლა მოითხოვა (ვიდეო)

მსოფლიო მედია სულ უფრო ხშირად საუბრობს ლეგენდარული მოკრივის ფლოიდ მეივეზერისა და აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ხაბიბ ნურმაგომედოვის შესაძლო დაპირისპირებაზე.

დაღესტნელ მებრძოლს ფლოიდთან კრივის წესებით ბრძოლა არ სურს, თუმცა დაუმარცხებელი ჩემპიონი იმ პირობას ასახელებს, რომლის საფუძველზეც ის ბრძოლაზე დათანხმდება.

„თუ ფლოიდს ჩემთან ბრძოლა სურს, მაშინ წესების შეცვლა მოგვიწევს. მე არც მოკრივე ვარ და არც მოჭიდავე, მე შერეული ორთაბრძოლების მებრძოლი ვარ. თუ მისთვის მართლაც საინტერესოა ეს ყველაფერი, შეგვიძლია 11 რაუნდი კრივის 3 წუთიანი წესებით ვიბრძოლოთ, ხოლო ბოლო მე-12 რაუნდი შერეული ორთაბრძოლების წესებით ვცადოთ. თუ ფლოიდი ამ პირობას დათანხმდება, მე საქმეში ვარ.“