ხაბიბმა 6 მილიონი მიიღო
ხაბიბმა 6 მილიონი მიიღო

რუსმა მებრძოლმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა დაახლოებით 5-6 მილიონი დოლარი გამოიმუშავა ირლანდიელ კონორ მაკგრეგორთან ჩხუბისთვის. შეგახსენებთ, რომ რუსმა ვადაზე ადრე მოიპოვა გამარჯვება მეოთხე რაუნდში და დაიცვა UFC-ის ტიტული მჩატე წონაში.

MMAFighting-ის მონაცემებით, სწორედ ასეთი თანხა გამოიმუშავა ხაბიბმა, თუ გავითვალისწინებთ დამატებით ჰონორარებს (კერძოდ, ფასიანი ტრანსლიაციებიდან მიღებული მოგების პროცენტს).

ცნობილია, რომ მარტო ბილეთების გაყიდვიდან, UFC-მ გამოიმუშავა 17 მილიონი დოლარი.