ხაბიბისა და ფერგიუსონის ბრძოლა დიდი ალბათობით მეხუთედ ჩაიშლება - ჩემპიონი რუსეთიდან გასვლას ვერ ახერხებს (ვიდეო)

დაახლოებით ერთი საათის წინ აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემპიონმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა (28-0) საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე გულშემატკივრებს ლაივ ვიდეოს საშუალებით მიმართა და საკმაოდ უსიამოვნო ინფორმაცია გააჟღერა. როგორც ჩანს 18 აპრილს ხაბიბისა და ფერგიუსონის ბრძოლა კვლავ ვერ შედგება და უკვე მეხუთედ ჩაიშლება. საქმე იმაშია, რომ რუსეთი დღეიდან ყველანაერ ავიამიმოსვლას აჩერებს და ნურმაგომედოვი ქვეყნის დატოვებას ვერ შეძლებს.

„თავდაპირველად კალიფორნიაში (AKA) ვემზადებოდი ბრძოლისთვის, თუმცა კონკრეტული ინფორმაცია არ მქონდა. შემდგომ UFC-იმ შეგვატყობინა, რომ ბრძოლა ამერიკაში არ ჩატარდებოდა და 99% აბუ დაბიში შედგებოდა. როდესაც ჩვენ ორგანიზაციის ხელმძღვანელობისგან ეს ინფორმაცია შევიტყვეთ დაახლოები ერთი თვით ადრე ბრძოლამდე. გავემგზავრეთ ემირატებში, თუმცა როდესაც ჩვენ მოვხდით ემირატებში გაგვაგებინეს, რომ ისენიც საზღვრებს კეტავენ და არავის შეეძლება ქვეყანაში შემოსვლა ან ქვეყნის დატოვება. აქედან გამომდინარე დავბრუნდი დაღესტანში. ამჟამად აქ ვვარჯიშობ. თუმცა არ ვიცი რისთვის ვემზადები. მე ისეც კი გავიგე, რომ UFC ტონისთვის ახალ მეტოქეს ეძებს და ამერიკაში ადგილობრივი მებრძოლების მონაწილეობით ტურნირის ჩატარებასაც გეგმავენ. ” – განაცხადა ხაბიბმა.