ხაბიბის მენეჯერი - პუტინთან დარეკვა არ დაგავიწყდეთ
ხაბიბის მენეჯერი - პუტინთან დარეკვა არ დაგავიწყდეთ
ხაბიბ ნურმაგომედოვის მენეჯერმა დაღესტნელი ჩემპიონის მიმართ წარმოთქმული ბრალდებებისა და კრიტიკის ავტორების მიმართ „საქებარი სიტყვები“ არ დაიშურა. რიზვან მაგომედოვმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის ფანებს მიმართავს:
„ახლა სად არის საჭირო გაფრენა? როდესაც იპოვით რეისს, პუტინთან დარეკვა არ დაგავიწყდეთ“.
ნურმაგომედოვის კრიტიკოსებს შორის ტონი ფერგიუსონიც იყო, რომელმაც განაცხადა, რომ ხაბიბი მას რუსეთში ემალება და ქათამიც კი უწოდა.
შეგახსენებთ, რომ ხაბიბისა და ტონის ბრძოლა უკვე მეხუთედ გადაიდო.