ხაბიბი მზად არის ბრძოლა ივლისში გამართოს
ხაბიბი მზად არის ბრძოლა ივლისში გამართოს

ხაბიბ ნურმაგომედოვმა ოქტაგონზე დაბრუნებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა.

„მე შემიძლია ნებისმიერ დროს ჩავატარო ბრძოლა. რამადანი 23 მაისს სრულდება. ივლისში მე უკვე სათანადო ფორმაში ვიქნები. დაასრულეთ ჩემზე საუბარი. ახლა კორონას დროა. როცა ხაბიბის დრო მოვა ყველას დამაჯერებლად დავამარცხებ“, – წერს ნურმაგომედოვი საკუთარ ტვიტერის გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ხაბიბი ტონი ფერგიუსონს უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა პანდემიის გამო დაღესტნელი რუსეთში ჩარჩა და ბრძოლა უკვე მეხუთედ გადაიდო. ფერგიუსონს ახლა 10 მაისს ჯასტინ გეტჯისთან დაპირისპირება ელის. გამარჯვების შემთხვევაში ის ნურმაგომედოვს 2020 წელს აუცილებლად შეხვდება.

დატოვე კომენტარი