ხაბიბი - „კონორს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვეჩხუბები, თუ ის დაბრუნების შემდეგ გამარჯვებას შეძლებს“ 
ხაბიბი - „კონორს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვეჩხუბები, თუ ის დაბრუნების შემდეგ გამარჯვებას შეძლებს“ 
ხაბიბ ნურმაგომედოვი დისკვალიფიკაციის შემდეგ პირველ ბრძოლას 7 სექტემბერს გამართავს. დაღესტნელი ტიტულის დაცვას ამჯერად დასტინ პორიეს წინააღმდეგ შეეცდება. იმ შემთხვევაში, თუ ხაბიბმა გაიმარჯვა, დიდი ალბათობით აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ხელმძღვანელობა მის ტონი ფერგიუსონთან ბრძოლის ორგანიზებას შეეცდება.
ერთ-ერთ ინტერვიუში დაუმარცხებელ რუსს ჰკითხეს, არის თუ არა ის დაინტერესებული კონორ მაკგრეგორთან ორთაბრძოლით, რაზეც ხაბიბმა ასე უპასუხა – „ამ მებრძოლს ჯერ დასაბრუნებლად და ჩემთან საბრძოლველად დიდი გზა აქვს გასავლელი. მას ძალიან დიდი ხანია, არ მოუგია და მე მასთან ბრძოლა არ მაინტერსებს. ჩემი მეტოქე ასეთი ტიპის მებრძოლი ვერ იქნება. იმ შემთხვევაში, თუ კონორმა ეს დაიმსახურა და რამდენიმე ბრძოლა მოიგო, მე მას სიამოვნებით შევხდები და კიდევ ერთხელ დავამარცხებ. დარწმუნებული ვარ, დანა ვაითი ამ ბრძოლაზე არც დამირეკავს. რატომ უნდა დამირეკოს? მე მხოლოდ დამსახურებულ მებრძოლებს ვებრძოლები. მაგალითად, ისეთებს როგორიც დასტინ პორიე და ტონი ფერგიუსონი არიან. ასევე, ძალიან მსურს, ჯორჯ სენტ პიერთან დაპირისპირება და იმედი მაქვს, რომ მომავალში ეს ბრძოლა ჩვენს შორის შედგება. მე არ მსურს, ვებრძოლო ადამიანს, რომელსაც წლებია, არ მოუგია“.