ხაბიბი - ფერგიუსონის დაპირისპირებაში დაღესტნელი მებრძოლი ბუკმეიკერულმა კომპანიამ აშკარა ფავორიტად დაასახელეს
ხაბიბი - ფერგიუსონის დაპირისპირებაში დაღესტნელი მებრძოლი ბუკმეიკერულმა კომპანიამ აშკარა ფავორიტად დაასახელეს

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის დაუმარცხებელი ჩემპიონი (28-0) ხაბიბ ნურმაგომედოვი როგორც ცნობილია მომდევნო სატიტულო ბრძოლას ტონი ფერგიუსონის წინააღმდეგ 2020 წლის 18 აპრილს ბრუკლინში გამართავს. გარკვეულმა ბუკმეიკერულმა კომპანიებმა ბრძოლამდე თითქმის 5 თვით ადრე კოეფიციენტები გამოაქვეყნეს. მაგალითად კომპანია „ბეთონლაინი” (BetOnline) წყვილში აშკარა ფავორიტად ნურმაგომედობს ასახელებს.

ნურმაგომედოვი -250

ფერგიუსონი +210

შეგახსენებთ, რომ აქამდე აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ხელმძღვანელობა ხაბიბისა და ტონის ბრძოლის გამართვას 4-ჯერ შეეცადა, თუმცა ჯერჯერობით მებრძოლები ოქტაგონზე ერთმანეთის წინააღმდეგ ვერ გავიდნენ.