ხაბიბი - ფერგიუსონის ბრძოლა 19 აპრილს გაიმართება, ინფორმაციას დანა ვაიტი ადასტურებს
ხაბიბი - ფერგიუსონის ბრძოლა 19 აპრილს გაიმართება, ინფორმაციას დანა ვაიტი ადასტურებს

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის პრეზიდენტი დანა ვაიტი სასიამოვნოდ სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს. მაშინ, როდესაც ყველა ელოდება ხაბიბისა და ფერგიუსონის ბრძოლის მორიგ გადადებას, ვაიტი დარწმუნებით აცხადებს, რომ დაპირისპირება დათქმულ დროს, 19 აპრილს შედგება.

UFC-ის პრეზიდენტმა Yahoo Sports-ის ჟურნალისტთან კევინ ლოულთან საუბრისას აღნიშნა, რომ მას ბრძოლის გასამართი ახალი ლოკაცია უკვე გააჩნია. ვაიტი არ აკონკრეტებს ზუსტ ადგილს, თუმცა აცხადებს, რომ ეს იქნება დახურული ღონისძიება.

„მე ვიცი ბრძოლა სად შედგება. თუმცა, ჯერჯერობით არ ვარ მზად, რომ გაგანდოთ ეს ინფორმაცია. მე ბევრი რამ ვიცი… გულშემატკივრები ბრძოლას ვერ დაესწრებიან. ეს დახურული ღონისძიება იქნება.“ – დაწერა ვაიტმა ინსტაგრამზე.

„ყველა ვინც ამაში ჩართული იქნება, მხოლოდ თავიანთი სურვილის გამო აკეთებენ ამას. მათ არავინ აძალებს ბრძოლის გამართვას. ყველაფერთან ერთად ჯანმრთელობა ჩვენთვის ყოველთვის იყო ნომერ პირველი პრიორიტეტი, კორონავირუსამდეც“.