ხაბიბი დანა ვაიტს - სანამ მე ჩემპიონი ვარ, კონორი სატიტულო ბრძოლას ასე მარტივად ვერ დაიმსახურებს
ხაბიბი დანა ვაიტს - სანამ მე ჩემპიონი ვარ, კონორი სატიტულო ბრძოლას ასე მარტივად ვერ დაიმსახურებს

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კონორ მაკგრეგორი ოქტაგონს სულ მალე დაუბრუნდება. პოპულარული ირლანდიელი მებრძოლი 2020 წლის 18 იანვარს ლას ვეგასის „ტი მობაელ” არენაზე დონალდ სერონეს დაუპირისპირდება.

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის პრეზიდენტმა დანა ვაიტმა კი ერთერთ ინტერვიუში საკმაოდ მოულოდნელი განცხადება გააკეთა.

„იმ შემთხვევაში თუ კონორი კავბოის დაამარცხებს, ხაბიბი კი ტონის სძლევს, მაშინ ორგანიზაცია ხაბიბისა და კონორის რემატჩის გამართვაზე იმუშავებს.”

ვაიტის ამ სიტყვებს მალევე გამოემხაურა მსუბუქი წონითი დივიზიონის (lightweight) ჩემპიონი. დაუმარცხებელი დაღესტნელი მებრძოლი აცხადებს, რომ გაკვირვებულია დანას ინტერვიუს შემდეგ.

„ძალიან მიკვირს თუ რატომ აკეთებს ასეთ განცხადებებს დანა. მე უკვე განვაცხადე თუ ვისთან მსურს ბრძოლა. თუ კონორს ჩემთან რევანში სურს, მან ჯერ წონაში უნდა დაიკლოს და შემდეგ ჩემს დივიზიონში ზედიზედ 10 ბრძოლა მოიგოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ჩვენი რევანში შესაძლებელი. სანამ მე ჩემპიონი ვარ, კონორი ასე მარტივად სატიტულო ბრძოლას ვერ დაიმსახურებს.”