ხაბიბი - ამ ბრძოლისთვის ისე მოვემზადები, როგორც არასდროს
ხაბიბი - ამ ბრძოლისთვის ისე მოვემზადები, როგორც არასდროს

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მსუბუქი წონითი დივიზიონის დაუმარცხებელი ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი აცხადებს, რომ ტონი ფერგიუსონთან ბრძოლისთვის განსხვავებული მოტივაციით მოემზადება. დაღესტნელს სპორტული კარიერს მანძილზე არაერთი მებრძოლი ჰყავს დამარცხებული, მათ შორის დასტინ პორიე, კონორ მაგრეგორი, ედსონ ბარბოსა, ალ იაკუინტა და სხვები. თუმცა ნურმაგომედოვის თქმით ფერგიუსონი ამ მებრძოლებზე ბევრად მაღალი კლასის არის. ხაბიბი აცხადებს, რომ მის კარიერაში ეს სავარაუდოდ ყველაზე რთული ბრძოლა იქნება.

„მე ძალიან ბევრს ვივარჯიშებ და გაორმაგებული მოტივაციით მოვემზადები ტონისთან ბრძოლისთვის. ყოველი მოპოვებული გამარჯვების შემდეგ მე მეტ გამოცდილებას ვაგროვებ. წლებიც მემატება. მე უკვე 31 წლის ვარ. ვთვლი, რომ მებრძოლის კარიერაში ეს ბოლო ეტაპია. შემიძლია ვთქვა, რომ ფერგიუსონთან ბრძოლა ჩემს კარიერაში ერთერთი ყველაზე რთული ტესტი იქნება. წინა ბრძოლებში სიმართლე, რომ გითხრათ მოტივაციის ნაკლებობა მქონდა. ტონისთან ბრძოლის დროს ეს არ მოხდება.”

ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ტონი ფერგიუსონის ბრძოლა 2020 წლის 18 აპრილს ბრუკლინის „ბარკლაის ცენტრში” გაიმართება.