ხაბიბ ნურმაგომედოვმა ჯორჯ სენტ პიერი გამოიწვია

12:20, 21.02.2019

იუ-ეფ-სის“ (UFC) მსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემპიონმა, დაუმარცხებელმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა (27-0) ოქტაგონზე ლეგენდარული ჯორჯ სენტ პიერი (26-2) გამოიძახა.

შეგახსენებთ, რომ 37 წლის კანადელი ოქტაგონზე 2017 წლის ნოემბრის შემდეგ არ გამოჩენილა. რუსმა მებრძოლმა სენტ პიერს საკუთარი „ინსტაგრამის“ გვერდიდან მიმართა.


ამ დროისთვის ხაბიბი დისკვალიფიკაციას იხდის. ნევადის სადისციპლინო კომიტეტმა დაღესტნელი კონორ მაკგრეგორთან მომხდარი ინციდენტის გამო დასაჯა.

მსგავსი