ხაბიბ ნურმაგომედოვმა ჯასტინ გეიჯისთან მოახლოებულ ბრძოლაზე ისაუბრა
ხაბიბ ნურმაგომედოვმა ჯასტინ გეიჯისთან მოახლოებულ ბრძოლაზე ისაუბრა

ოქტომბერში აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ბრძოლა შედგება. მსუბუქი (lightweight) წონითი დივიზიონის დაუმარცხებელი ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი დროებით ჩემპიონ ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება.

მამის გარდაცვალების შემდეგ ნურმაგომედოვმა გეიჯისთან მოახლოებულ ბრძოლასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პირველი პოსტი გამოაქვეყნა. ხაბიბი მეტოქეს დიდ პატივს სცემს, თუმცა საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია.

„ჯასტინი ძალიან კარგი ადამიანი და ოპონენტია, თუმცა როდესაც ოქტაგონზე ავალთ ის მზად უნდა იყოს არა მხოლოდ კრივის ბრძოლისთვის. მე არ ვარ დასტინი (პორიე) ან ტონი (ფერგიუსონი). მე მას ყველაზე ღრმა ოკეანის წყლებში ჩავიყვან და დავახრჩობ. ” – განაცხადა ხაბიბმა საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე.

ჯასტინ გეიჯიმ კი სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის UFC-ის კომენტატორ ჯო როგანთან ერთად ვარჯიშობს.