ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ჯასტინ გეიჯის ბრძოლა 24 ოქტომბერს გაიმართება
ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ჯასტინ გეიჯის ბრძოლა 24 ოქტომბერს გაიმართება

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის პრეზიდენტმა დანა ვაიტმა დაანონსა, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ჯასტინ გეიჯის ბრძოლა მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტულისთვის 24 ოქტომბერს შედგება.

თავდაპირველად აღნიშნული დაპირისპირება 19 სექტემბერს იყო ჩანიშნული, თუმცა ხაბიბის მამის გარდაცვალების გამო ორგანიზაციას ბრძოლის თარიღის შეცვლა მოუწია.

CNN Sport-თან მიცემულ ინტერვიუში ვაიტმა ხაბიბთან დაკავშირებულ არაერთ საკითხზე ისაუბრა.

„ხაბიბისთვის ახლა ძალიან მძიმე და რთული პერიდოია. აბდულმანაპი მისთვის გმირი იყო. მას განსაკუთრებულად უყავრდა მამა და მათ საოცარი ურთიერთობა ჰქონდათ. ასე რომ ახლა მის ცხოვრებაში შესაძლოა ყველაზე რთული პერიოდია. თუმცა მიუხედავად ამისა აქვე გეტყვით, რომ ხაბიბის და გეიჯის ბრძოლა აუცილებლად გაიმართება. ეს უაღრესად საინტერესო დაპირისპირება 24 ოქტომბერს შედგება“, – განაცხადა ვაიტმა.