ხაბიბ ნურმაგომედოვის მამა ტონი ფერგიუსონთან ბრძოლას განიხილავს (ვიდეო)

ხაბიბ ნურმაგომედოვის მამამ, რომელიც ამავე დროს დაღესტნელის მწვრთნელიც არის ტონი ფერგიუსონთან მისი შვილის მომავალი ბრძოლა განიხილა.

მსუბუქი წონითი დივიზიონის დაუმარცხებელი ჩემპიონი ტონი ფერგიუსონს 2020 წლის 18 აპრილს ბრუკლინის „ბარკლაის ცენტრში” შეხვდება. აქამდე ორგანიზაცია ხაბიბისა და ტონის ბრძოლის გამართვას 4-ჯერ შეეცადა, თუმცა მებრძოლების ტრავმების გამო, დღემდე ამ სანატრელი დაპირისპირების ხილვა გულშემატკივარმა ვერ შეძლო.

ხაბიბის მამამ აბდულმანაპ ნურმაგომედოვმა „არ ტი სპორტთან” (RT Sport) მიცემულ ინტერვიუში მისი შვილის კარიერაზე და ტონისთან ბრძოლის მნიშვნელობაზე ისაუბრა

„ამ ბრძოლის გამართვას აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი მეხუთედ ცდილობს, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული დაპირისპირება 2020 წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენა იქნება. მილიონობით ფანი ელოდება ამ ბრძოლას. UFC-ის ისტორიაში მსგავსი დაპირისპირება ჯერ არ ჩატარებულა. ეს მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ჩემთვის და ხაბიბისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის არის. ჩვენი საბრძოლო სტილი ყოველი შემდგომი მოგებული ბრძოლის შემდეგ იხვეწება. ჩვენ მოწინააღმდეგეებს სულ ახალ სიურპრიზებს წარვუდგენთ ხოლმე.“