ხაბიბ ნურმაგომედოვის მამა საავადმყოფოში გადაიყვანეს
ხაბიბ ნურმაგომედოვის მამა საავადმყოფოში გადაიყვანეს

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ხაბიბ ნურმაგომედოვის მამა, აბდულმანაპ ნურმაგომედოვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ცნობილი ხდება აბდულმანაპ ნურმაგომედოვს პნევმონია და გრიპი დაუდგინდა. ამ ინფორმაციას დაღესტნელი სპორტის კომენტატორი რამაზან რაბადანოვი ავრცელებს.

აბდულმანაპი იმყოფება მახაჩკალის საავადმყოფოში. ის ავად მთაში ყოფნისას გახდა. ის დარჩება საავადმყოფოში და კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდება. ჯერჯერობით, როგორც ცნობილია, აბდულმანაპს COVID 19 არ დაუდასტურდა.“