ხაბიბ ნურმაგომედოვი - მამაჩემი მძიმე მდგომარეობაშია, ვირუსს მხოლოდ ერთად დავამარცხებთ
ხაბიბ ნურმაგომედოვი - მამაჩემი მძიმე მდგომარეობაშია, ვირუსს მხოლოდ ერთად დავამარცხებთ

აბსოლუტური საბძოლო ჩემპიონატის (UFC) მსუბუქი წონის ჩემპიონმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა განაცხადა, რომ კორონავირუსი მის მამას და ოცზე მეტ ნათესავს დაემართა.

„ისტაგრამ“-ის პირდაპირ ეთერში ჩართვისას, ხაბიბმა მამამის, აბდულმანაპ ნურმაგომედოვის შესახებ ისაუბრა. სპორტსმენმა დაადასტურა, რომ მამამისი ვირუსის გამო მძიმე მდგომარეობაში იყო და პრობლემა გულზეც შეექმნა.

„ვირუსმა მის გულზე მოახდინა სერიოზული გავლენა, რადგან ერთი წლის წინ ოპერაცია გაიკეთა,“ – თქვა ხაბიბმა.

მსუბუქი წონის ჩემპიონის განცხადებით, მამამისს ქირურგიული ჩარევა მცირე ხნის წინ აც დასჭირდა და მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ნურმაგომედოვმა ხაზი გაუსვა, რომ კორონავირუსი ჯერ კიდევ სახიფათოა. მან მოსახლეობას სთხოვა პანდემიას სერიოზულად მიუდგნენ და სახლში დარჩნენ –

„ბევრი ნაცნობი გარდაცვალა. ჩემი ახლობლების მშობლები. ვირუსმა ყველა დააზიანა და ის არ კითხულობს თუ რა გვარი ხარ, სად მუშაობ, მდიდარი ხარ, თუ ღარიბი. ყველა ავადაა და ამას მხოლოდ ერთად დავამარცხებთ. მოგიწოდებთ, საკითხს სერიოზულად მივუდგეთ და რეკომენდაციები გავითვალისწინოთ.“

აბდულმანაპ ნურმაგომედოვის თავდაპირველი დიაგნოზი პნევმონია იყო. მდგომარეობის გართულების შემდეგ, ის მოსკოვის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც დაადგინეს, რომ პაციენტი კორონავირუსით იყო ინფიცირებული.

რუსეთი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ბოლო ინფორმაციით, ქვეყანაში COVID-19-ის სამასი ათასამდე შემთხვევა ფიქსირდება.