ხაბიბ ნურმაგომედოვი - კონორი რთულ ბრძოლებს გაურბის (ვიდეო)

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მსუბუქი წონითი დივიზიონის (lightweight) დაუმარცხებელი ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი (28-0) მიიჩნევს, რომ კონორ მაკგრეგორი მისთვის არასასურველ მეტოქეებს გაურბის.

„ტი ემ ზისთან“ (TMZ) მიცემულ ინტერვიუში დაღესტნელმა კონორსა და დონალდ სერონეზე ისაუბრა:

„კავბოი ყოველთვის მარცხდება მთავარ და გადამწყვეტ ბრძოლებში. მე არც კი მახსოვს ბოლოს მან როდის გაიმარჯვა. ბოლო 10 ბრძოლიდან თუ სწორად მახსოვს 7 წააგო. სერონე არ შეიძლება ჩაითვალოს მაღალი დონის მებრძოლად რომელიმე დივიზიონში. რა თქმა უნდა, მას დიდი სახელი აქვს, თუმცა მისი დრო დასრულებულია. კონორმა მისთვის ძალიან საჭირო ოპონენტი აირჩია და თავი აარიდა ჯასტინ გეტჯისთან ბრძოლას.

ხალხი მის დაბრუნებაზე და სატიტული დაპირისპირებებზე საუბრობს, რაც ჩემი აზრით სასაცილოა. მან თავდაპირველად უნდა სცადოს და მოუგოს რომელიმე ძლიერ მეტოქეს და შემდგომ ისაუბროს ტიტულზე. მე ასევე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ კონორს გეტჯისთან ბრძოლა არ სურს. მასთან რემატჩზე თუ ვისაუბრებ, ეს მხოლოდ კომერციული თვალსაზრისით, ფულის გამო მოხდება. სხვა შემთხვევაში არ მგონია, რომ ის რემატჩს და სატიტულო ბრძოლას იმსახურებს.“ – განაცხადა ნურმაგომედოვმა.