ხაბი ალონსო - მადრიდის „ატლეტიკოსთან“ მარცხი ძალიან მტკივნეული იყო #1TVSPORT
ხაბი ალონსო - მადრიდის „ატლეტიკოსთან“ მარცხი ძალიან მტკივნეული იყო #1TVSPORT

ესპანეთის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში მადრიდის „ატლეტიკოსთან“ 2:5 მარცხის შესახებ მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხაბი ალონსომ ისაუბრა.

როგორც ალონსო აცხადებს, თამაშის ხარისხი „რეალის“ მხრიდან ძალიან ცუდი იყო და წაგება გუნდმა მტკივნეულად მიიღო.

„ეს ცუდი მატჩი იყო. ცუდად დავიწყეთ, ცუდად ვითამაშეთ როგორც გუნდურად, ისე ბურთთან და ბურთის გარეშე. ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში ვართ და დღეს პირველი მარცხი განვიცადეთ. უნდა ვისწავლოთ იმისგან, რაც მოხდა, რადგან მომავალში ეს დაგვეხმარება. მაგრამ გამართლება არ არსებობს.

წაგება ჩვენთვის ძალიან მტკივნეული იყო, თუმცა დამსახურებლად დავმარცხდით“, – ალონსოს სიტყვებს გამოცემა „მარკა“ ციტირებს.

შვიდი ტურის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატში „რეალის“ ანგარიშზე 18 ქულაა, რითიც სატურნირო ცხრილში გუნდი ჯერ კიდევ პირველ ადგილზეა, თუმცა თავისი შეხვედრა ჩასატარებელი აქვს „ბარსელონას“ (16 ქულა).