აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლ კევინ ლის, მარცხენა მუხლზე ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა. ამერიკელ მებრძოლს ჯვარედინი მყესი ჰქონდა დაზიანებული.
ლი იმედოვნებს, რომ ოქტაგონს გაორმაგებული ძალებით დაუბრუნდება. კევინმა საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე ვიდეოც გამოაქვეყნა.
27 წლის მებრძოლმა აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში უკანასკნელი ბრძოლა მარტში, ბრაზილიაში, ჩარლს ოლივეირას წინააღმდეგ გამართა და მარცხი განიცადა.