კევინ ლავი შესაძლოა ყველა ვარსკვლავის მატჩამდე დაბრუნდეს
კევინ ლავი შესაძლოა ყველა ვარსკვლავის მატჩამდე დაბრუნდეს

„კლივლენდ კავალიერსისთვის“ საკმაოდ რთული პერიოდი დგას.

გუნდი სეზონის დაწყებამდე ლებრონ ჯეიმსმა დატოვა და მას შემდეგ თითქმის ყველა ლიდერმა ტრავმა მიიღო. კევინ ლავმა ფეხის ტრავმა ოქტომბერში მიიღო და მას შემდეგ რეაბილიტაციის პროცესს გადის.

კავალიერსის ვეტერანმა ფეხის თითზე ოპერაცია ჩაიტარა. კევინ ლავმა უკვე განაახლა ვარჯიში და ექიმების თქმით მისი დაბრუნება შესაძლოა ყველა ვარსკვლავის მატჩის გამართვამდე მოხდეს.