კევინ დურანტმა ლებრონ ჯეიმსს გაუსწრო და NBA-ის ისტორიაში ყველაზე მეტი თანხა გამოიმუშავა #1TVSPORT
კევინ დურანტმა ლებრონ ჯეიმსს გაუსწრო და NBA-ის ისტორიაში ყველაზე მეტი თანხა გამოიმუშავა #1TVSPORT

„ჰიუსტონის“ ვარსკვლავური ფორვარდი კევინ დურანტი NBA-ის ისტორიაში შევიდა როგორც მოთამაშე, რომელმაც კარიერის განმავლობაში ყველაზე მეტი თანხა გამოიმუშავა. ამის შესახებ დაწერა ინსაიდერმა შემს ჩარანიამ.

როგორც ირკვევა, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დურანტი „ჰიუსტონს“ მოელაპარაკა ორწლიან კონტრაქტზე 90 მილიონი დოლარის ოდენობით. ამის შემდეგ, მისმა საერთო შემოსავალმა 598.2 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ მაჩვენებლით დურანტმა გაუსწრო „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდს ლებრონ ჯეიმსს, რომელსაც NBA-ში თამაშისას 583.9 მილიონი დოლარი აქვს გამომუშავებული.

კევინ დურანტი „ჰიუსტონს“ ამ ზაფხულს „ფინიქსიდან“ გაცვლის შედეგად შეუერთდა.