კევინ დურანტმა კარმელო ენტონის რეკორდი მოხსნა და ამერიკის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირია #1TVSPORT
კევინ დურანტმა კარმელო ენტონის რეკორდი მოხსნა და ამერიკის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირია #1TVSPORT

ტოკიო 2020-ის საკალათბურთო შეჯიბრებაზე პირველი ეტაპი ორი ჯგუფის გუნდებმა დაასრულეს. A ჯგუფიდან 1/4 ფინალში გავიდნენ აშშ და საფრანგეთი, ხოლო B ჯგუფიდან – ავსტრალია და იტალია. პლეი ოფში გასვლის შანსი ჯგუფების მესამეადგილოსნებსაც აქვთ, თუმცა საბოლოო შედეგები რომ დაითვალოს, C ჯგუფის მატჩები უნდა დასრულდეს (1 აგვისტოს).

 

B ჯგუფში პირველი ადგილის ბედი ავსტრალიისა და გერმანიის ნაკრებების მატჩში გაირკვა, რომელიც კუნძულელებმა 89:76 მოიგეს. ამ შედეგით ავსტრალიელებმა ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდეს. როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩის ბომბარდირი „კენგურუების“ უკანახაზელი პატი მილსი გახდა – 24 ქულა, 6 შედეგიანი გადაცემა.

ამავე ჯგუფში იტალიამ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა ნიგერია – 80:71.

B ჯგუფი: 1 – ავსტრალია (6 ქულა), 2 – იტალია (5 ქულა), 3 – გერმანია (4 ქულა), 4 – ნიგერია (3 ქულა).

 

A ჯგუფში აშშ-ის ნაკებმა 119:84 სძლია ჩეხეთს. ეს შედეგი მოსალოდნელიც იყო, თუმცა მატჩის მსვლელობისას დაფიქსირდა ისტორიული მოვლენა: კევინ დურანტმა მატჩი 27 ქულით დაასრულა და ამერიკის ნაკრების მაისურით 353 ქულა მოუგროვდა. ამ მაჩვენებლით ის აშშ-ის ყველა დროის ბომბარდირი გახდა. გადაასწრო კარმელო ენტონის, რომელსაც ამერიკის ნაკრების სახელით 336 ქულა აქვს მოგროვილი.

ამავე ჯგუფში საფრანგეთმა დაამარცხა ირანი (79:62) და პირველი ადგილი დაიკავა.

B ჯგუფი: 1 – საფრანგეთი (6 ქულა), 2 – აშშ (5 ქულა), 3 – ჩეხეთი (4 ქულა), 4 – ირანი (3 ქულა).

დატოვე კომენტარი