კევინ დურანტმა ფინიქსთან მატჩში კოჭი დაიზიანა [ვიდეო]
კევინ დურანტმა ფინიქსთან მატჩში კოჭი დაიზიანა [ვიდეო]

„გოლდენ სტეიტის“ მიმდინარე სეზონს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ ისეთივე წარმატებულს, როგორებიც გასული სეზონები იყო. მიუხედავად იმისა, რომ „ვორიორზი“ დასავლეთ კონფერენციაში 45 მოგებით პირველ ადგილზე იმყოფება, გუნდს უკვე 21 წაგება დაუგროვდა, რაც სტივენ კერის კოლექტივისთვის შეიძლება ითქვას რომ უჩვეულოა. მაგალითად გასულ სეზონზე „ვორიორზმა“ ჯამში სულ 24 მატჩი წააგო. წელს კი როგორც ჩანს მარცხის რაოდენობა გაცილებით მეტი იქნება.

არასტაბილური სათამაშო ფორმის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი რეგულარული სეზონის დღევანდელი შეხვედრაა. „ორაკლ არენაზე“ „გოლდენ სტეიტი“ ამჯერად აუტსაიდერ „ფინიქსთან“ დამარცხდა (111-115).

შეხვედრის მეოთხე პერიოდში „ვორიორზის“ გულშემატკივრებისთვის საკმაოდ უსიამოვნო ფაქტი მოხდა. გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა კევინ დურანტმა კოჭი დაიზიანა და მოედნიდან გავიდა. შეხვედრაში მონაწილეობა მას აღარ მიუღია. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენად სერიოზულია „დურანტულას“ ტრავმა.