კევინ დურანტმა 2028 წლის ოლიმპიადაზე თამაშის სურვილი გამოთქვა #1TVSPORT
კევინ დურანტმა 2028 წლის ოლიმპიადაზე თამაშის სურვილი გამოთქვა #1TVSPORT

ოთხგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, კევინ დურანტმა გამოაცხადა, რომ 2028 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე თამაშს აპირებს, რომელიც ლოს ანჯელესში გაიმართება. თამაშების გამართვის მომენტში ამერიკელი კალათბურთელი 39 წლის იქნება. ადრე ვარაუდობდნენ, რომ 2024 წლის ოლიმპიადა ბოლო იქნებოდა დურანტის, ლებრონ ჯეიმსისა და სტეფენ კარის კარიერაში. მაგრამ ახლა დურანტმა უარყო ეს ინფორმაცია.

„ეს თქვენ, ჟურნალისტებმა მოიფიქრეთ. საიდან მოვიდა ეს ისტორია „უკანასკნელ ცეკვაზე“? მე არ მითქვამს, რომ აღარ ვითამაშებ. ლებრონმა თქვა, რომ აღარ ითამაშებდა. თქვენ ეს არ მოგისმენიათ არც ჩემგან და არც სტეფისგან.

ჯანდაბა, დიახ, მინდა, ვითამაშო. დიდი სურვილი მაქვს, მაგრამ ფორმა უნდა შევინარჩუნო. მე მხოლოდ შემადგენლობაში მოხვედრას არ ვიმედოვნებ, მინდა, სარგებლობა მოვიტანო მოედანზე და გავაკეთო ისე, რომ ვინც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, მოისურვოს ჩემი შემადგენლობაში შეყვანა. არ მინდა, იქ მოვხვდე ძველი დამსახურებების გამო. მინდა, ძველებურად დავამტკიცო, რომ შემიძლია გუნდს გამარჯვებაში დავეხმარო. დიახ, დღეს მე ვგრძნობ, რომ შემიძლია ჩემი სახელი ჩავაგდო ამ ქუდში“, – მოჰყავს დურანტის სიტყვები ESPN-ის ვებგვერდს.