კევინ დურანტი პსჟ-ის კონსულტანტი ხდება #1TVSPORT
კევინ დურანტი პსჟ-ის კონსულტანტი ხდება #1TVSPORT

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ვარსკვლავი კევინ დურანტი მჭიდრო თანამშრომლობას აპირებს „პარი სენ-ჟერმენთან“.

ვარსკვლავური ფორვარდი კომპანია Arctos Sports Partners-ის მეშვეობით პარიზული კლუბის მინორიტარული მფლობელი გახდა. პარიზელები არ ახმოვანებენ დურანტის აქციათა პროცენტს. კალათბურთელმა ეს წილი თავის პირად მედიაკომპანიაზე, Boardroom-ზე გადააფორმა და „პარი სენ-ჟერმენის“ კონსულტანტი იქნება.

მოთამაშისა და კლუბის თანამშრომლობის ობიექტი იქნება საკალათბურთო მიმართულება, რომელიც შეიძლება გაჩნდეს NBA-ს მხრიდან შეთავაზების შედეგად.

ამერიკული საკალათბურთო ლიგა აქტიურად მუშაობს საკუთარი ეგიდით ევროპული ტურნირის იდეაზე და პარიზი მიაჩნია რეგიონში თავისი ინტერესის ერთ-ერთ ცენტრად. ბოლო წლებში საკალათბურთო „პარიზის“ წარმატებების მიუხედავად, NBA უფრო მეტად დაინტერესებულია პსჟ-ის ფანების ბაზით, რეპუტაციითა და შესაძლებლობებით.

ამ თანამშრომლობამ, შესაძლოა, დურანტი ევროპაში NBA-ს გეგმების ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურად აქციოს.