კევინ დურანტი NBA-ის ისტორიაში მერვე კალათბურთელია, რომელმაც რეგულარულ სეზონში 30 000-ქულიან ნიშნულს გადააბიჯა #1TVSPORT
„ფინიქს სანსის“ კალათბურთელი კევინ დურანტი NBA-ის ისტორიაში მერვე მოთამაშეა, რომელმაც 30 000-ქულიან ნიშნულს გადააბიჯა.
36 წლის კალათბურთელმა „მემფის გრიზლისთან“ რეგულარული სეზონის უკანასკნელ შეხვედრაში 34 ქულა დააგროვა. მისი გუნდი საკუთარ მოედანზე 112:119 დამარცხდა.
დურანტის დებიუტი NBA-ში 2007/08 წლის სეზონში შედგა, ის დრაფტზე „სიეტლ სუპერსონიქსმა“ აირჩია. 2014 წელს დურანტი „ოკლაჰომას“ შემადგენლობაში რეგულარული სეზონის „უძვირფასესი მოთამაშე“ (MVP) გახდა, ხოლო 2017 და 2018 წლებში „გოლდენ სტეიტთან“ ერთად ჩემპიონობა იზეიმა.
30K POINTS FOR 35 😤
Kevin Durant becomes the 8th player in NBA history to reach 30,000 career points! pic.twitter.com/YsERU87rkx
— NBA (@NBA) February 12, 2025
ეროვნული საკალთბურთო ასოციაციის რეგულარულ სეზონში ყველაზე მეტი ქულა ლებრონ ჯეიმსს აქვს მოპოვებული – 41 623.
NBA-ის ისტორიაში ყველა დროის 10 საუკეთესო ბომბარდირი:
- ლებრონ ჯეიმსი – 41 623
- კარიმ აბდულ-ჯაბარი – 38 387
- კარლ მელოუნი – 36 928
- კობი ბრაიანტი – 33 643
- მაიკლ ჯორდანი – 32 292
- დირკ ნოვიცკი – 31 560
- უილტ ჩემბერლეინი – 31 419
- კევინ დურანტი – 30 008
- შაკილ ო’ნილი – 28 596
- კარმელო ენტონი – 28 289