კევინ დურანტი მოედანს კიდევ 1-2 კვირა ვერ დაუბრუნდება #1TVSPORT
კევინ დურანტი მოედანს კიდევ 1-2 კვირა ვერ დაუბრუნდება #1TVSPORT

ბრუკლინისთვის“ მიმდინარე რეგულარული წარმატებით მიმდინარეობს. მიუხედავად საკადრო პრობლემებისა, „ნეთსი“ 26 მოგებითა და 13 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა. 

„ნეთსის“ ერთ-ერთი ლიდერი კევინ დურანტი ტრავმას მკურნალობს, მანამდე კი ლიდერობას გუნდში საკუთარ თავზე კაირი ირვინგი და ჯეიმს ჰარდენი იღებენ. კარგ სეზონს ატარებს ჯო ჰარისიც.

ჟურნალისტი შემს ჩარანია იუწყება, რომ კევინ დურანტი მოედანზე გასვლას კიდევ 1-2 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს. შეგახსენებთ, რომ დურანტს მუხლის ტრავმა აწუხებს.

ჯერჯერობით დებიუტი არ ჰქონია ბლეიკ გრიფინს, რომელიც „ბრუკლინის“ ბოლო ახალწვეულია.