კევინ დურანტი „ჰიუსტონ როკეტსის“ მოთამაშეა #1TVSPORT
კევინ დურანტი „ჰიუსტონ როკეტსის“ მოთამაშეა #1TVSPORT

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ვარსკვლავი კევინ დურანტი „ფინიქსიდან“ „ჰიუსტონში“ გადავიდა. ამის შესახებ კალათბურთელის ახალი კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაცხადა.

დურანტი „ჰიუსტონში“ შვიდ გუნდს (NBA-ის რეკორდი) შორის განხორციელებული ტრეიდის შედეგად აღმოჩნდა. გაცვლაში მონაწილეობდნენ: „ჰიუსტონი“, „ატლანტა“, „ბრუკლინი“, „გოლდენ სტეიტი“, „ლეიკერსი“, „მინესოტა“ და „ფინიქსი“.

„ჰიუსტონმა“, დურანტის გარდა, მიიღო კლინტ კაპელა „ატლანტადან“.

„ფინიქსში“ გადავიდნენ ჯეილენ გრინი და დილონ ბრუქსი.

დანარჩენმა გუნდებმა კი, უბრალოდ, დრაფტზე არჩევანის უფლებები გაცვალეს.

გასულ სეზონში 36 წლის კევინ დურანტმა 62 მატჩი ჩაატარა რეგულარულ ჩემპიონატში. მისი საშუალო მონაგარი იყო 26.6 ქულა, 6.1 მოხსნა და 4.2 შედეგიანი გადაცემა.