კევინ დურანტი „გოლდენ სტეიტს“ მომდევნო სამ თამაშში ვერ დაეხმარება
კევინ დურანტი „გოლდენ სტეიტს“ მომდევნო სამ თამაშში ვერ დაეხმარება

„გოლდენ სტეიტ უორიორსი“ დასავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში ჯერჯერობით უდანაკარგოდ ასპარეზობს.

სტივ კერის გუნდმა „პორტლენდს“ ორივე საშინაო მატჩი მოუგო და თანაც ეს კევინ დურანტის გარეშე გააკეთა.

მოქმედი ჩემპიონის წამყვანმა კალათბურთელმა წვივის ტრავმა „ჰიუსტონთან“ სერიის რიგით მეხუთე შეხვედრაში მიიღო და ამ დრომდე რეაბილიტაციის პროცესს გადის. „ი ეს პი ენის“ (ESPN) ჟურნალისტი დორის ბურკი აცხადებს, რომ „დურანტულა“ „უორიორსს“ კიდევ მინიმუმ სამ მატჩში ვერ დაეხმარება. აღნიშნული ინფორმაცია „გოლდენ სტეიტის“ გენერალურმა მენეჯერმა ბობ მაიერსმაც დაადასტურა.

დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მომდევნო, რიგით მესამე მატჩი მოქმედ ჩემპიონს უკვე პორტლენდში ელის.