კევინ დურანტი დრაფტის პირველ ნომერს აქებს #1TVSPORT
კევინ დურანტი დრაფტის პირველ ნომერს აქებს #1TVSPORT

„ჰიუსტონის“ 37 წლის ფორვარდმა კევინ დურანტმა დადებითად ილაპარაკა „დალასის“ 18 წლის მსუბუქი ფორვარდის კუპერ ფლეგის შესახებ.

„ვფიქრობ, ის შესანიშნავი მოთამაშე გახდება და დიდი კოშმარი იქნება დანარჩენებისთვის. მას ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოდ დაასახელებენ“, – მოჰყავს დურანტის სიტყვები პორტალ Hoopshype-ს.

კუპერ ფლეგი 2025 წელს NBA-ის დრაფტზე პირველ ნომრად აირჩიეს. ამერიკელი საშუალოდ მატჩში 15.2 ქულას, 6.6 მოხსნასა და 3.1 შედეგიან გადაცემას აგროვებს.