კევინ დურანტი და კაირი ირვინგი „ბრუკლინის“ ახალი მწვრთნელის მოძიებაში მიიღებენ მონაწილეობას
კევინ დურანტი და კაირი ირვინგი „ბრუკლინის“ ახალი მწვრთნელის მოძიებაში მიიღებენ მონაწილეობას

როგორც ცნობილია, კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილ არეულობამდე „ბრუკლინის“ ხელმძღვანელობამ აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი კენი ატკინსონი გაათავისუფლა. „ნეთსის“ გენერალურმა მენეჯერმა შონ მარკსმა ადგილობრივ მედიას დისტანციური, ონლაინ ინტერვიუ მისცა, სადაც გუნდის მომავალ გეგმებსა და შექმნილ რთულ ვითარებაზე ისაუბრა.

მარკსმა ჟურნალისტებს საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია და ინიციატივა გააცნო. გენერალური მენეჯერის განცხადებით, ახალი მწვრთნელის ძიებაში ხელმძღვანელობას გუნდის კალათბურთელები კევინ დურანტი და კაირი ირვინგიც დაეხმარებიან.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ რეგულარული სეზონი გაურკვეველი დროით შეაჩერა.