კევინ დიურანტი - გრინი დაცვაში ბრწყინვალეა, თუმცა ჩვენ მისგან ქულებიც გვჭირდება
კევინ დიურანტი - გრინი დაცვაში ბრწყინვალეა, თუმცა ჩვენ მისგან ქულებიც გვჭირდება

შეიძლება ითქვას, რომ „გოლდენ სტეიტ ვორიორზს“, პირველად ბოლო წლების მანძილზე,  არც თუ ისე წარმატებული პერიოდი აქვს.

სტივ კერის გუნდს 32 ჩატარებული შეხვედრიდან უკვე 11 აქვს წაგებული. ჩემპიონებმა დღეს სტუმრად „იუტასთან“ დათმეს მატჩი. დრეიმონდ გრინმა ახალ სეზონში შეიძლება ითქვას, რომ თავდასხმაში თამაში საგრძნობლად გააუარესა. „ვორიორზის“ დაცვის მთავარი მოქმედი პირი წელს ქულებს ვეღარ აგროვებს, რამაც კევინ დიურანტის უკმაყოფილება გამოიწვია.

დურანტულამ“ „ჯაზთან“ წაგებული მატჩის შემდეგ ინტერვიუში განაცხადა, რომ გრინს თავდასხმაში თამაში გამოსასწორებელი აქვს. დრეიმონდი მიმდინარე სეზონზე 42.3% პროცენტით ისვრის საშუალო დისტანციიდან. 20.6 % სამქულიანი ნიშნულიდან. შეხვედრაში ის საშუალოდ 6.1 ტყორცნას ახორციელებს. ეს სტატისტიკური მაჩვენებლები მის კარიერაში ყველაზე ცუდია.