კევინ დე ბრუინმა ბელგიის ნაკრებში თავის მომავალზე ილაპარაკა #1TVSPORT

17:56, 11.07.2026

„ნაპოლისა“ და ბელგიის ნაკრების ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ესპანეთთან (1:2) წაგების შემდეგ ეროვნულ გუნდში თავის მომავალზე ილაპარაკა.

„უკან დამრჩა ორი-სამი მძიმე წელი, სერიოზული ოპერაცია გადავიტანე. 35 წლის ვარ. ვამაყობ იმით, რომ აქ ვიმყოფები, ყოველდღე სრულად ვიხარჯები და შემიძლია მაგალითი ვიყო ამ ახალგაზრდა გუნდისთვის.

იყო თუ არა ეს ჩემი ბოლო მატჩი ნაკრებში? არ მგონია. მაგრამ ახლა საშუალება მომეცით, ცოტა დავისვენო. წელი დატვირთული იყო, შემდეგ ვნახოთ“, – განაცხადა დე ბრუინმა.

ნახევარმცველი ბელგიის ნაკრებში 2010 წლიდან თამაშობს.

მსგავსი