კევინ დე ბრუინი - „ლივერპული“ წელს ყველაფერს მოიგებს
კევინ დე ბრუინი - „ლივერპული“ წელს ყველაფერს მოიგებს

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა მიმდინარე სეზონში საკუთარი კლუბისა და „ლივერპულის“ პერსპექტივაზე ისაუბრა.

„ჩვენ კარგად ვთამაშობდით, მაგრამ ბევრი ქულა დავკარგეთ, – ციტირებს Sky Sports დე ბრუინის სიტყვებს. ზოგიერთ მატჩში ფიქრობ, რომ ყველაფერს აკონტროლებ, მაგრამ ბოლო წუთებში უპირატესობას თმობ.

იმ პერიოდში, როცა „ლივერპული“ ქულებს არ კარგავს, თითოეული შეცდომა საბედისწეროა. მგონია, უკეთესადაც რომ გვეთამაშა, მერსისაიდელები მაინც არაფერს დათმობდნენ.

ვფიქრობ, რომ „ლივერპული“ ამ სეზონში ყველაფერს მოიგებს, ამ გუნდმა ჩემპიონობა დაიმსახურა.“

ინგლისის ჩემპიონატის 27 ტურის შემდეგ, „მანჩესტერ სიტი“ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და პირველ ადგილზე მყოფ „ლივერპულს“ მთელი 22 ქულით ჩამორჩება.

დატოვე კომენტარი